Thursday 3 December 2015

შინაური და გარეული ცხოველები

ცხოველები

განვიხილოთ ცხოველთა რამდენიმე სახეობა

1.ძაღლი


ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი.ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის:ნადირობა და ა.შ არსებობს ძაღლის სხვადასხვა ჯიშები.ის კარგად არჩევს სხვადასხვა სურნელს.ძაღლს შეუძლია ადვილად დაამყაროს მეგობრული კონტაქტი ადამიანთან.

2
. დათვი

დათვი მტაცებელთა რიგის ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება.მათ აქვთ მასიური სხეული.დიდი თავი,პატარა ყურები,მძლავრი კიდურები,ბრჭყალები,მოკლე კუდი და ა.შ. უმრავლესობა უღრან ტყეში,ზოგი კი ღია ადგილებში ბინადრობს. არსებობს თეთრი დათვი,რომელიც 30 წელიწადს ცხოვრობს,რომელიც არქტიკაში იმყოფა. გამოსადეგია,როგორც დათვის ხორცი,აგრეთვე მისი ბეწვი.
          დათვისებრთა ოჯახში გაერთიანებულია შვიდი სახეობა, რომლებიც მსოფლიოს განსხვავებულ კუთხეებში ბინადრობენ და ინდივიდუალური დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევიან. მართალია დათვები საკმაოდ განსხვავდებიან სიდიდით, მაგრამ ყველა მათგანს აქვს მასიური ტანი.

3.
ცხენი
 ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველია.ისინი 
მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში.
საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები.
მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
ცხენს კარგი მხედველობა,სმენა და ყნოსვა
 აქვს.
4. ლეოპარდი

ლეოპარდი არის მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახში.ის მსოფლიოში უიშვიათესი ცხოველია.ლეოპარდი ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკასა და აზიაში. ამჯამად კი მთელს დედამიწაზე 40-50 ბინადრობს.
იგი წითელ ნუსხაში გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მდგომ კატეგორიაშია შესული.

  ლეოპარდი ძირითადად იკვებება ანტილოპებით, ირმებით, შველით და ფაუნის სხვა წარმომადგენლებით. შიმშილის დროს საკვებად შეიძლება გამოიყენოს მღრღნელები, მაიმუნები, ჩიტები და ა.შ. იშვიათად ესხმის თავს შინაურ ცხოველებს.ასევე იტაცებს ძაღლებს, თავს ესხმის მგლებს და მელიებს.